გაკვეთილის გეგმა

სასწავლო გეგმის ნიმუში
 გაკვეთილის გეგმა 
 შავი ზღვის გეოგრაფიული მახასითებლები
 სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური. მე-3 კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
 ბუნება      
 ფატმან ციმინტია
 ხელოვნება
 სვეტლანა კოკაია
მოსწავლეთა რაოდენობა
 22
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
 კლასში არ ირიცხება განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
 ბუნება:                                                                                                                                      გაკვეთილის მიზანია:
Ø მოსწავლეს  გაუჩნდეს გარემოს მიმართ ინტერესი, გაეცნოს შავიზღვისპირა ქვეყნების გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
Ø ხელი უნდა შეუწყო ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას
Ø შეძლოს წყლისა და ხმელეთის მნიშვნელოვანი ობიექტების აღწერა და მათი ამოცნობა სხვადასხვა სახის გეგმასა და რუკაზე;
 ხელოვნება                                                                                                       გაკვეთილის მიზანია:
Ø მოსწავლეებს გაუღვივოცნობისმოყვარეობა,აღმოჩენისა და სიახლისძიების სურვილი,განუვითარო წარმოსახვა დაპრობლემის შემოქმედებითობის უნარი.
Ø მოსწავლემ უნდა შეძლოსთანაკლასელებთანთანამშრომლობით(წყვილშიგუნდში)შესასრულებელი სამუშაოსდაგეგმვა დაგანხორციელებაშემოქმედებითი დასაორგანიზაციო პრობლემისგადასაჭრელად.
Ø მოსწავლემ უნდა შეძლოსინდივიდუალური დაერთობლივი ნამუშევრისწარდგენააზრისიდეების,შთაბეჭდილებებისგაზიარება და მიღებულცოდნაზე დაყრდნობითსაუბარი


 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები


 ბუნება
ბუნ.III.7 მოსწავლეს შეუძლია ლოკალურ გარემოში და ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ერთმანეთისგან განსხვავება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø ასახელებს წყლისა და ხმელეთის ობიექტებს და განასხვევებს მათ.
Ø მასწავლებლის დახმარებით იკვლევს ლოკალურ გარემოს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს.
Ø ქმნის გეოგრაფიული ობიექტების მარტივ მოდელს.
Ø მოიძიებს ინფორმაციას ლოკალური გარემოს მნიშვნელობანი გეოგრაფიული ბიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოაჩენსსხვადასხვა ფორმით(მაგ., ზეპირიმეტყველებისწერითიმეტყველებისისტ-ისსაშუალებით).


ხელოვნება                                   ..II.2. მოსწავლემუნდა შეძლოსთანაკლასელებთანთანამშრომლობა.შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
Ø მუშაობს წყვილში/ჯგუფშისაერთო ნამუშევრისშესაქმნელადუზიარებსთანაკლასელებსგანსხვავებულმოსაზრებებსიდეებს;                    
Ø უსმენს მასწავლებლისინსტრუქციასრჩევას/მითითებას;
Ø მხარს უჭერსთანაკლასელებს სხვადასხვასასწავლო ღონისძიებაშიმონაწილეობისას ანერთობლივი ნამუშევრისშექმნისას.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
გაკვეთილი 1.
ფ ა ზ ა  -  გ ა მ ო წ ვ ე ვ ა
1. აქტივობა: ასოციაციური რუკა ( გაკვეთილის თემის გაცნობა)

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვეუბნები რომ დღეს საუბარი გვექნება ზღვაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვთხოვ დაასახელონ ყველაფერი რაც ზღვის ხსენებისას მათ ახსენდებათ. ლიფჩარტის ცენტრში დაწერილია სიტყვა ,,ზღვა“ და მოსწავლეები,  ამ სტყვასთან დაკავშირებით ჩამოთვლიან იმას, რაც აზრად მოუვათ. შემდეგ კი საუბრობენ ამ კავშირზე.
აქტივობის მიზანი: გაკვეთილის თემის გააზრება, ყურადღების კონცენტრაცია და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება.
მუსაობის ფორმა: მთელი კლასი
რესურსი: პლიფჩარტი, მარკერები
  დრო: 5 წუთი

II  ფ ა ზ ა  -  წ ვ დ ო მ ა

2. აქტივობა: ,,ჩემი მეზობლები“

   აქტიობის აღწერა (მიმდინარეობა):
Ø  მოსწავლეებს ვურიგებ ბარათებს (შემთხვევითობისპრინციპით. ,,შავი ზღვის სკივრი“ დანართი 1),
Ø  ვთხოვ წაიკითხონ რა წერია ბარათზე და გამოთქვანვარაუდი თუ რა ენაზეა წარწერა და რას ნიშნავს.პასუხებს ვინიშნავ და თან ვეკითხებირატომფიქრობენ ასე.
Ø  ბავშვები გამომყავს და ვთხოვ კიდევ ერთხელხმამაღლა წაიკითხონ თავიანთი ბარათები და თანუსისტემოდ იარონ ოთახში.
Ø  ვაჯგუფებ მოსწავლლეებს ბარათების მიხედვით.შეიქმნება ექვსი ჯგუფიბავშვები ჯერ კიდევ ვერხვდებიან რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიარიან.
Ø  ვურიგებ მოსწავლეებს ,,შავი ზღვის სკივრი“-ისმე-3 ბარათიდან იმ ქვეყნის რუკას რომელი ქვეყვისენაზეც ,,ლაპარაკობს“.
Ø  მოსწავლეებს ვთხოვ ყურადღებით შეისწავლონრუკა (იმ ქვეყნისა რომელიც მათ შეხვდათდაიმის დასადგენად რომელი ქვეყნისწამომადგენელობაც ერგოთ,  დააკვირდნენდაფაზე გაკრულ მსოფლიო რუკას და დათითოეული ჯგუფისთვის  დამხმარედ მიცემულ,,შავი ზღვის სკივრის“ დანართ 4-.
Ø  ვთხოვ მოსწავლეებს დაასახელონ თუ რააკავშირებს ამ ქვეყნებს ერთმანეთთან და კიდევერთხელ მივმართავ კითხვით თუ რა წერია მათიაზრით მათთვის ინდივიდუალურადდარიგებული პირველ ბარათზე.
აქტივობის მიზანი:  დაასახელონ და განასხვავონ წყლისა და ხმელეთის ობიექტები.  ზეპირად შეძლონ შავიზღვისპირა ქვეყნების ჩამოთვლა და რუკაზე ჩვენება, მოიპოვონ ინფორმაცია ამ ქვეყნებზე.
რესურსი: ბარათები, მსოფლიო რუკა, თაბახის ფურცლები, მაკრატელი პლივჩარტი, მარკერები.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური/ჯგუფური
დრო: 35 წთ

3.  აქტივობა: საშინაო დავალების მიცემა

   აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ 5 მნიშვნელოვანი  ინფორმაცია თავიანთ   ქვეყანაზე და დაწაერონ ბარათებზეც, რომელსაც ჩადებენ სპეციალურ კონვერტებში. თითოეულმა უნდა გჯუფმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცის ,,თავის ქვეყანაზე“ და ბარათებზეც, რომელსაც ჩადებენ სპეციალურ კონვერტებში.
   აქტივობის მიზანი: შეძლონ მოიძიონ ინფორმაცია ლოკალური გარემოს მნიშვნელოვანი  გეოგრაფიული ობიექტის შესახებ, განუვითარდეთ  დამოუკიდებელი მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და ამასთანავე სოციალური უნარები.                                                          მუშაობის ფორმა: მთელი კლასი                                                                    
   დრო: 5 წთ
 II გაკვეთილი


                  I ფ ა ზ ა  -  გ ა მ ო წ ვ ე ვ ა
 I აქტივობა: ვიდე მასალის ჩვენბა                
 აქტივობის მიზანი: განწყობის შექმნა. მოსწავლეებში გაკვეთილის თემისადმი ინტერესის გაღვივება და ახლად ათვისებული ინფორმაციის გააქტიურება.                                                                                                                 
  მუშაობის ფორმა: მთელი კლსი                                                                           ~
 რესურსი:  ლეპტოპი, პროექტორი, ვოდეო მასალა -    (https://drive.google.com/file/d/0Bxt8rRHkbRWfTm52Wm5DcE9HUVU/view?usp=sharing )                                                                                                                                                                                                                                                         დრო: 5 წთ
III ფ ა ზ ა  -  რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
 II აქტივობა: პრეზენტაცია                                                                                        
  აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები ახდენენ ჯგუფებში შესრულებულ დავალებებს პრეზენტაციას და წარუდგენენ კლასს მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.                                                                                                                    
  აქტივობის მიზანი: პრეზენტაციის უნარის და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. მონაცემებს (საპრეზენტაციო მასალის)  სხვადასხვა ფორმით წარმოჩენის უნარის განვითარება (მაგ., ზეპირი მეტყველების, წერითი მეტყველების და ა. შ.)                                                                                         მუშაობის ფორმა: წყვილური                                                                                    რესურსი:   საპრეზენტაციოდ პლიფჩარტზე მომზადებული მასალა.                                                                                                                                                                              დრო:   10 წთ            
   III აქტივობა: შავიზღვისპირა ქვეყნების რუკის აწყობა.                                        
   აქტივობის აღწერა: წინასწარ დიდ ფომატზე დახატული მქვს  შავიზღვისპირა ქვეყნების რუკა, რომელთაც ვჭრი სახელმწიფოების მიხედვთ და ვაძლევ თითოეულ ჯგუფს. ჯგუფი თავის სახელმწიფოს აფერადებს შესაბამისი დროშის მიხედვით და ბოლის მთელი კლასი, ახლ ფორმატზე, თავიდან ააწყობს შავიზღვისპირა ქვეყნები რუკას.                       
  აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მარტივი გეოგრაფიული ობიექტების  მოდელის შექმნა. შეძლონ მუშაობა წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, განუვითარდეთ უნარი თანამშრომლობისა, რათა გაუზიარონ თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებები,  იდეები;                                                                                                          
   რესურსი: დიდი ფორმატის ფურცელი (2ც), წებო, მაკრატელი, მარკერები   
   მუშაობის ფორმა: მთელი კლას.                                                                    
    დრო: 15 წუთი
.  IV აქტივობა: ,,რომელი ქვეყანაა?“                                                                            
   აქტივობის აღწერა:  ,,თავიანთი ქვეყნის“ თავისებურებებიდან გამომდინარე, თითოეული ჯგუფი ამზადებს 5-5 მინიშნებას, წერს ფურცელზე და დებს თავისი ქვეყნის გვერდით მოთავსებულ კონვერტში; ანუ იქმნება 6 კონვერტი მინიშნებებით თითოეული ქვეყნის შესახებ. თითოეული ჯგუფი იღებს ,,სხვა“ (არა ,,თავისი“) ქვეყნის კონვერტს და იქ მოთავსებული მინიშნებებით ცდილობს მოძებნოს შესაბანისი ქვეყანა).  აქ მოსწავლეები,  მოპოვებულ ინფორმაციას ანალიზის  საფუძველზე,  ახდენენ შავი ზღვისპირა ქვეყმენის შედარებებს                                                                 აქტივობის მიზანი: ნასწავლის შემოწმება და განმტკიცება.                                 
   მუშაობის ფორმა:   ჯგუფური                                                                                  
   რესურსი: მინიშნებების ბარათები                                                                                                                                                                                დრო: 8       
    აქტივობა: გაკვეთილის შეჯამება/შეფასება                                                      
   აქტივობის აღწერა: მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებთ გაკვეთილს და ვავსებთ ,,დაუსრულებელი წინადადებების ბარათებს” (იხ. დანართი 2)          დრო: 7 წთ                 
9. შეფასება
გაკვეთილზე ვიყენებ შეფსების ფორმას - მიმდინარეს ანუ ფორმატულ შეფასებას, რაც მაძლევს ამომწურავ ინფირმაციას მოსწავლეის შესახებ, მისი საშუალბით ვიგებ თუ რა სახის საქმიანობა იზიდავს მოსწავლეს, როგორია მისი სწავლის სტილი, რა უძნელდებ, რა უადვილდება და აქვს თუ არა წინსვლა. შეფასების პროცესში უპირატესობას ვანიჭებ პირონებაზე და კრიტერიუმებზე ორიენტირებულ შეფასების ტიპებს.შედგენილი მაქვს შეფასების რუბრიკა (იხ.დანართი 1) და ვახდენ ხუთ მოსწავლეზე ფოკუზირებულ დაკვირვებას, რის საფუძლელზეც გაკვეთილის ბოლოს ვავსებ რუბრიკას.
ზეპირი კომენტარების საშუალებით ვეხმარებიმოსწავლეებს აკონტროლონ ცოდნის მიღების პროცესი,გააცნობიერონ საკუთარი წარმატებებიწარულატებლობა და ხელს ვუწყობ საკუითარი თავისრწმენის განმტკიცებაში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებთან, საკუთარის სწავლების
თვითშეფასების მიზნით, ვიყენებ ,,დაუსრულებელი წინადადებების“
ტექნიკას, ვურიგებ თითოეულ მათგანს ფურცლებს, სადაც უნდა
დაასრულონ წინადადებები:
·          თემის ირგვლივ მე ვიცი ............................................................................
·          ჩემთვის საინტრესო იყო .............................................................................
·          მე მინდა გავიგო მეტი ...................................................................................
(იხ. დანართი 2)
საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

Ø სახელმძღვანელო: ,,შავი ზღვის სკივრი“
საკანცელარიო ნივთები: თაბახის  ფურცლები,ბარათები, პლიფჩარტი, ფორმატის ფურცლები, მარკრტრები, წებო, მაკრატელი.
Ø თვალსაჩინო მასალა: ვიდეო მასალა, მსოფლიოსა და შავი ზღვის ქვეყნების რკუა
Ø ტექნიკალეპტოპიპროექტორიფოტოაპარტი.
Ø ელექტრონული რესურსი: ვიდეო შავ ზღვაზე - ნაწყვეტი ტელეგადაცემიდან ,,ეკოვიზია“ https://drive.google.com/file/d/0Bxt8rRHkbRWfTm52Wm5DcE9HUVU/view?usp=sharing
Ø პროგრამები: MovieMaker,  MS.Word, PoverPoint
საძიები პროგრამა: Google, youtube.com


შეფასების რუბრიკა (დანართი 1)


ასახელებს წყლისა და ხმელეთის ობიექტებს, იყენებს გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელ ტერმინებს და განასხვევებს მათ
ქმნის გეოგრაფიული ობიექტების მარტივ მოდელს.
მოიძიებს ინფორმაციას ლოკალური გარემოს მნიშვნელობანი გეოგრაფიულიბიექტის შესახებ, მონაცემებს წარმოაჩენს სხვადასხვა ფორმით.
მუშაობს წყვილში/ჯგუფში საერთო ნამუშევრის შესაქმნელად, უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს;                    
შესანიშნავი


კარგი


გასაუმჯობესებელი


შესანიშნავი


კარგი


გასაუმჯობესებელი


შესანიშნავი


კარგი


გასაუმჯობესებელი


შესანიშნავი


კარგი


გასაუმჯობესებელი





































































გაკვეთილის ანალიზი

ტრნინგის ,,შავი ზღვის სკივრის“ პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, 2017 ლის 28 და 30 თებერვალს, ჩავატარე ორი გაკვეთილი, რომელშიც მოვახდინე ორი საგნის, ბუნებისა და ხელოვნების ინტეგრირება. გაკვეთილი დავგეგმე და ჩავატარე ხელოვნების მასწავლებელთან ერთად. ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებამ მომცა  საშუალება ხელი შემეწყო ყველა მოსწავლის შესაძლებლობის  გამოვლენაში და სასწავლო მიზნების მიღწევაში. ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროის სწორად წარმართვა და აქტივობიდან აქტივობაზე უმტკივნეულოდ გადასვლა. ამისთვის კი შევეცადე ისინი ლოგიკურად დამეკავშირებინა ერთმანეთისთვის. გაკვეთილზე გამოვიყენოთ დამოუკიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლება, რამაც   ხელს შეუწყო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რადგანაც, როგორც ვიცით, ზოგიერთი დამოუკიდებლი მუშაობით უფრო კარგ შედეგს იძლევა, ზოგი საკუთარ პოტენციალს კონკურენციის პირობებში უკეთესად ავლენს, სხვა კი თანამშრომლობის შეგრძნების დროს ვითარდება ყველაზე მეტად. ყოველივე ეს კი სასურველი შედეგის მიღწევაში გვეხმარება.
აღნიშნული გაკვეთილის ეფექტურად ჩატარებაში განსაკუთრებით ხელი შემიწყო იმ ბრწყინვალე რესურსმა რომელიც გადმომეცა ტრენინგზე, ეს მასალა განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის, მათ დაინტეესებას იწვევდა  თვალსაჩინო მასალები და საინტერესო აქტივობები.
გაკვეთილის დაგეგმვისას შევეცადე დამესახა კონკრეტული და რეალისტური სასწავლო მიზნები  და შემდეგ კი სწორად შემერჩია მიზნებისათვის შესაბამის აქტივობები და მეთოდები. აქედან გამომდინარე შევარჩიე მუშაობის ფორმებიც.
სიძნელე რომელსაც წავაწყდი ეს არის საგაკვეთილო პროცესის დროის მენეჯმენტისა და კლასის მართვა, ვინაიდან კლასი ცოცხალი ორგანიზმია და არის ისეთი მომენტები რომელსაც ვერ აული გვერდს, თუნდაც რომ გეგმით არ გქონოდა გათვალისწინებული. თუმცა გარკვეულწილად მოვახერხე ვარირება აქტივობებს შორის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რადგანაც გაკვეთილს ვატარებდი მე-3 კლასში შევეცადე შერჩეული მეთოდები გამემარტივებინა და მომერგო კლასის განვითაების დონისთვი, ვინაიდან მიმაჩნია რომ რთულად მიწოდებული მასალა გარკვეულწილად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე.
ამ გაკვეთილის ჩატარებამ მომცა გარკვეული გამოცდილება, მაჩვენა ჩემი სუსტი და ძლიერი მხარეები, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომი გაკვეთილების დაგეგმვისას.

Комментариев нет:

Отправить комментарий